სიახლეები
ONE CAUCASUS - ქრონიკა
29 აგვ 2014
ფონდის პრეზიდენტმა ვიტეკ ჰებანოვსკიმ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და არნიშნა, რომ მარნეული უსაფრთხო და ლამაზი ადგილია და სასიხარულოა, რომ სწორედ აქ შედგება განსხვავებული ერისა და კულტურის ადამიანების გაცნობა-დამეგობრება. საღამოს, კონცერტის დაწყებამდე, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა შეკრებილ ახალგაზრდებს ზეიმი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ფესტივალი ტრადიციული გახდება და რაიონი ყოველ წელს სულ უფრო მეტ სტუმარს უმასპინძლებს. მარნეულის მუნიციპალიტეტს ამისათვის ყველა წინაპირობა აქვს: კეთილგანწყობილი ხალხი, მრავალფეროვანი ბუნება და ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო. რაც მთავარია, დღეს დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გამტკიცდება და სულ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს. ეს მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი მომავალი თაობისათვის, ასევე ზოგადად, ევროინტეგრაციის გზით მიმავალი საქართველოსათვის.ფესტივალის მუსიკალური პროგრამის პირველივე შემსრულებელმა უკრაინულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “FOLKNERY” სცენა და მაყურებლის გულები ერთად დაიპყრო. ასევე დიდი მოწონება დაიმსახურეს ბრიტანელმა ჯულიან ჩემბერსმა და მარნეულის ჯგუფმა “მარნელიმ“.მთლიანობაში პირველი დღე მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, რასაც ერთხმად აღნიშნავდნენ სტუმრებიცა და მასპინძლებიც.
მნახველთა რაოდენობა: 3062
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
69
აპრ 03 ოთხ 2024
814
აპრ 22 ოთხ 2020
15943
აპრ 22 შბ 2017
29190
იან 09 ორშ 2017
28755
აგვ 30 სამ 2016
30735
აგვ 27 შბ 2016
30011
სექ 02 პარ 2016
28455
აგვ 26 პარ 2016
27931