მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

 

ფესტივალ „One Caucasus” - ის მეორე დღე
26 აგვ 2016
 

26 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „One Caucasus”(“ერთიანი კავკასია”) მეორე დღემ წარმატებით ჩაიარა. ფესტივალის ფარგლებში, მოსული სტუმრებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის დღის განმავლობაში სხვადასხვა თემატიკის ვორქშოფები ჩატარდა, გაიხსნა სხვადასხვა თემატიკის კუთხეები, მათ შორის პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ კუთხე, საღამოს მოსულ მსმენელს კი, გემოვნებიანი და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამის მოსმენა შეეძლო.

მიუხედავად წვიმისა, მაყურებელი დიდი სიხარულით ელოდა საყვარელი შემსრულებლების გამოსვლას და ამინდის გაუარესებას ხელი არ შეუშლია ღონისძიების მსვლელობისთვის, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.
გუშინ, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ Pako Sarr, Filip Woźniak, Piotr Rybak, Miki Wielecki–ი, Huntertones Horns Section–ი და Tolu Emiayo, Reggeaon, 1243k, Punk Mouse და Snails მუსიკალური კოლექტივები,რომელთაც მაყურებელს ექსპერიმენტალურ მუსიკალურ სინთეზები შესთავაზეს.
კონცერტს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” არის ყოველწლიური საერთაშორისო და ამავე დროს გრძელვადიანი პროგრამა სამი მეზობელი ქვეყნის კულტურის გადაკვეთაზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომლის მთავარი მიზანია შეიქმნას შთამაგონებელი, მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. 
ფესტივალი 25 აგვისტოს გრანდიოზულად გაიხსნა და სოფელ წერაქვში 28 აგვისტომდე გაგრძელდება.
ნესბისმიერი მსურველისთვის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. აღსანიშნავია, რომ მუსიკლური ნაწილის გარდა დღის განმავლობაში შეგიძლიათ გაერთოთ სხვადასხვა აქტივობებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 27734
 
 
 
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031