მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მოგახენებთ, რომ შეხვედრები განრიგის მიხედვით მიმდინარეობს. კონსულტაციები ამ ეტაპისთვის 6 ადმინისტრაციული ერთეულის 20 სოფელში გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილია 1 232 000 ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში კონსულტაციებს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამი სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2022 სიახლეები
მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
17 თებ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3627
სიახლეები

















