მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
2021-12-22

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, UNDP-ის ხელმძღვანელ ნიკ ბერესფორდს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანს უმასპინძლა.

ვრცლად
2021-12-16

დღეს მარნეულს ისრაელის ელჩი რან გიდორი ეწვია. ელჩმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალეკო გობრონიძესთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესა და მარნეულის მერ კენან ომაროვთან ერთად, ისრაელის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტები მოინახულა.

ვრცლად
2021-12-15

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის  სამი მოადგილე დაინიშნა. მოადგილეები მერიის თანამშრომლებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რწმუნებულის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილმა, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და მარნეულის მერმა კენან ომაროვმა წარუდგინეს.

ვრცლად
2021-12-15

მარნეულის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

ვრცლად
2021-12-14

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში, სევერინ ჩაპაზს, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტ ნათია ლოლაძესა და წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის მენეჯერ ნანა ტალახაძეს შეხვდა.

ვრცლად
2021-12-10

9 დეკემბერს, ევროსაბჭოს კონგრესს, ათეა-სა და საქართველოს 13 მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ვრცლად
2021-12-09

9 დეკემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიური კამპანიის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ვრცლად
2021-12-08

მარნეულის მუნიციპალიტეტში 2021 წლის პერიოდში ჯამურად დაიგო 26 120 მეტრი სიგრძის გზა, რომელიც ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 12 323 186 ლარით დაფინანსდა.

ვრცლად
2021-11-30

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ვრცლად
2021-11-24

მარნეულში, ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, დიდი ქართველი, მსოფლიო მნიშვნელობის პოეტისა და მოაზროვნის, შოთა რუსთაველის ძეგლი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურად გახსნეს. ძეგლის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე ვალერიან ჯიქია.

ვრცლად
2021-11-22

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), „დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ (DGG) პროექტის ფარგლებში განხორციელებული ახალგაზრდული ინიციატივები მოინახულეს

ვრცლად
2021-11-20

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მარნეულში ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“  ფარგლებში, სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიება გაიმართა

ვრცლად
2021-11-17

პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებულმა წამახალისებელმა პროგრამამ, მარნეულში ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაააქტიურა, აცრის მსურველთა მიმართვიანობა კლინიკებში საგრძნობლად გაიზარდა.

ვრცლად
2021-11-09

სსიპ კოლეჯში „მოდუსი“, მარნეულში, 2021 წლის ზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 8 ნოემბერს დაიწყო.

ვრცლად
2021-11-02

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ვრცლად
 
     
    სიახლეები
    2024 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031