მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესი მოინახულეს მარნეულის მერმა - კენან ომაროვმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ზაურ დარგალმა, მარნეულის საკრებულოს თავჯდომარემ - ამირამ გიორგაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა - შოთა რეხვიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ - გიორგი ციბაძემ.
პროექტი, საქართველოს მთავრობის და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 264 667 ლარით ფინანსდება.
სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც გათვლილი იქნება 450 მოსწავლეზე.
პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წელს და დასრულდება 2022 წლის აგვისტოში.
სიახლეები
სოფელ საბირქენდში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება
02 ნოემ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3423
სიახლეები


















ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |