„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში სოფელ წერაქვში საგანმანთლებლო ცენტრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ წერაქვში საგანმანათლებლო ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ცენტრისთვის შეძენილი შენობა ორ სართულიანია, რომლის ორივე სართულსაც სრულად უტარდება კაპიტალური რემონტი. ⚒პროექტის ფარგლებში გადაიხურება შენობა, ოთახებში ხის კარ-ფანჯრები შეიცვლება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით, ხოლო შენობის ორივე სართულზე მოეწყობა შესასვლელი ნახევრად შემინული რკინის კარი, იატაკი მოპირკეთდება კერამიკული ფილებითა და ლამინირებული პარკეტით მთლიანად შენობაში ახლიდან მოეწყობა ელექტრო გაყვანილობა. ⚒ რაც შეეხება შენობის გარე პერიმეტრს კერძოდ კი ეზოს, პროექტის ფარგლებში ტერიტორია გასუფთავდება, დაგეგმილია წვიმის წყლის აცილების მიზნით შენობის გარშემო ზედმეტი გრუნტის მოთხრა გატანა, ტერიტორიის შემოღობვა და სავალი ბილიკების მოწყობა. ასევე, ეზოში გათვალისწინებულია ორგანყოფილებიანი სველი წერტილის მოწყობა. შეგახსენებთ, პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებშია დაფინანსებული, რომელიც წარმოადგინა თათია შენგელაიამ. საგანმანთლებლო ცენტრის მიზანი ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობაა. ცენტრი მრავალპროფილური იქნება, იფუნქციონირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები და დაფუძნდება „სამწერლო სკოლა“. საგანმანათლებლო ცენტრი სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება.
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები
წერაქვში საგანმანთლებლო ცენტრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
10 აგვ 2017
მნახველთა რაოდენობა: 10003
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
402
აპრ 22 ოთხ 2020
15575
აპრ 22 შბ 2017
28776
იან 09 ორშ 2017
28351
აგვ 30 სამ 2016
30367
აგვ 27 შბ 2016
29660
სექ 02 პარ 2016
28061
აგვ 26 პარ 2016
27567
აგვ 30 სამ 2016
25717