28 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭოს პირველი სამუშაო სხდომა გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე, საბჭოს დებულების პრეზენტაცია მოეწყო. სხდომაზე ასევე განიხილეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობებიც.
საბჭოს სხდომას, მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ. სხდომაზე საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, დღის წესრიგიც გაწერეს.
მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის 6 თებერვალს, მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე გენდერული საბჭოს შექმნის თაობაზე.
საბჭო არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
გენდერული საბჭოს ამოცანებში შედის იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც უშუალოდ ადგილზე უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობას.
რაც შეეხება საბჭოს შემადგენლობას, კანონდმებლობის შესაბამისად შემუშავდა სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, ისე მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ საბჭო დებულების შესაბამისად, მომავალში განსახორციელებელი აქტივობებით, რომელიც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის კოორდინირებული მუშაობის შედეგად დაიგეგმება, მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში, ადგილობრივ დონეზე.
საკრებულოს სიახლეები
საკრებულოს გენდერული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
01 მარ 2018
მნახველთა რაოდენობა: 3803
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
434
აპრ 22 ოთხ 2020
15609
აპრ 22 შბ 2017
28834
იან 09 ორშ 2017
28385
აგვ 30 სამ 2016
30396
აგვ 27 შბ 2016
29680
სექ 02 პარ 2016
28098
აგვ 26 პარ 2016
27599
აგვ 30 სამ 2016
25739