სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ყიზილაჯლოში შპს „ნიუ ჯეო როუდის“ ასფალტის საწარმოს, სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი დანადგარის ექსპლუატაციისა და ბიტუმის საცავების მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი.
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ასფალტის წარმოება, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამუშავება და ნავთობპროდუქტის საცავის მოწყობა-ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ნიუ ჯეო როუდი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ყიზილაჯლო;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2022 წლის 17 ნოემბერს 14:00 საათი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სკოპინგის განცხადება
განცხადება
სკრინინგის განცხადება
03 ნოემ 2022
მნახველთა რაოდენობა: 1695
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
30
აპრ 03 ოთხ 2024
784
აპრ 22 ოთხ 2020
15918
აპრ 22 შბ 2017
29167
იან 09 ორშ 2017
28729
აგვ 30 სამ 2016
30706
აგვ 27 შბ 2016
29981
სექ 02 პარ 2016
28428
აგვ 26 პარ 2016
27908