მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ეს მარნეულის მუნიციპალიტეტია

 

წერაქვის სამონასტრო კომპლექი
21 ივლ 2015
 

ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე შულავერის წყლის მარცხენა შენაკადის ხევში, სოფელი წერაქვიდან 2,5 კმ-ის მანძილზე, ბუნებრივად მოზღუდულ ტყიან, მყუდრო ადგილას მდებარეობს.

მონასტერი შედგება რამოდენიმე ნაგებობისაგან:

ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ტაძარი
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
მთავარანგელოზის ეკლესია
მარანი
კელიები
გალავანი და კარიბჭე

წერაქვის სამონასტრო კომპლექსი XII საუკუნის ბოლოთი ან XIII საუკუნის დასაწყისით 
თარიღდება. ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი ნაკლებად შესწავლილი ძეგლი იყო. XVსაუკუნეში მეორედ განახლდა ზაზა ფანასკერტელის მიერ, რომელსაც იმ დროისთვის ეკუთვნოდა ქვემო წერაქვი. სამონასტრო კომპლექსს საბოლოოდ ძირითადი რესტავრაცია ჩაუტარდა 2004-2010 წლებში, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. 
სამონასტრო კომპლექსში მოღვაწეობენ ბერები.
მონასტერი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში შედის, რომლის წინამძღვარია მეუფე გიორგი. კომპლექსი მოქმედია, მიმდინარეობს წირვა ლოცვა, წინამძღვარია - მამა ზენონი.
რუბრიკისთვის მასალა მოამზადა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის 
მთავარმა სპეციალისტმა ელგუჯა კუპატაძემ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1594
 
 
 
 
     
    სიახლეები
    2019 ივლისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031