მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ანონსი

 

მარნეულში დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყობა
19 მაი 2016
 

✔ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის ეზოში, მოაწყობს გამოფენას სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები და სხვ.
აღსანიშნავია, რომ ექსპოზიცია 11-დან 22 მაისამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახაქალაქში, თელავსა და მარნეულში იმოგზაურებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4551
 
 
 
ანონსი
მაი 23 ორშ 2022
875
აგვ 18 სამ 2020
2368
სექ 13 პარ 2019
3580
სექ 07 შბ 2019
3342
იან 31 ხუთ 2019
4201
ნოემ 06 სამ 2018
4345
თებ 16 პარ 2018
4487
დეკ 14 ხუთ 2017
5074
ნოემ 20 ორშ 2017
5484
ნოემ 13 ორშ 2017
5057
ოქტ 03 სამ 2017
5183
სექ 12 სამ 2017
4907
ივნ 29 ხუთ 2017
5089
ივნ 23 პარ 2017
5136
მაი 15 ორშ 2017
5179
აპრ 20 ხუთ 2017
5356
 
 
სიახლეები
2023 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930