მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

27 ივნ 2022
 

2022 წლის 26 ივნისს ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები.

უბედური შემთხვევისთანავე, ადგილზე, დაუყოვნებლივ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება; შექმნილია საქმის შემსწავლელი კომისია და გაგზავნილია მიმართვა სამხარაულის საექსპერტო ბიუროში, რათა შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით დროულად დაიდოს დასკვნა.  

სამწუხაროდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრაგედიამდე არ ყოფილა შემოსული წერილობითი განცხადება, შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით.

საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც ტრაგედია დატრიალდა მოსახლეობის ნაწილი დროებით გადაყვანილია სასტუმროში, რასაც ფინანსურად უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.

სასტუმროში გადაყვანილი დაზარალებული ოჯახები ადგილზე მოინახულეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა: პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა,  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ დ ა თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს მათი საჭიროებები და აღუთქვეს შესაბამისი დახმარება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1557
 
 
 
სიახლეები
ნოემ 22 სამ 2022
183
აგვ 12 პარ 2022
1207
 
 
სიახლეები
2022 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031