მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

სკოპინგის ანგარიში
25 ივლ 2022
 

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - მარნეულის მუნიციპალიტეტში, იაღლუჯის დასახლებაში, შპს „ქართლი ჯენერეიშენის“ 110 კვ ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მოწყობა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 110 კვ ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა  და 110 კილოვოლტი ძაბვის ქვესადგურის მოწყობა-ექსპლუატაცია;  

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი:  შპს ქართლი ჯენერეიშენ;  

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის  დრო და ადგილი: 

• 2022 წლის  5 აგვისტო,  13:00 საათი,  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ საგენტოს 2022 წლის 10 აგვისტოს  ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში

Shp ფაილები

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1039
 
 
 
განცხადება
აგვ 20 კვ 2023
142
აგვ 01 სამ 2023
164
ივლ 31 ორშ 2023
500
ივნ 14 ოთხ 2023
277
თებ 17 პარ 2023
476
იან 16 ორშ 2023
510
იან 10 სამ 2023
477
ნოემ 07 ორშ 2022
731
ოქტ 20 ხუთ 2022
686
აგვ 16 სამ 2022
1534
აგვ 04 ხუთ 2022
1041
ივნ 24 პარ 2022
1004
ივნ 20 ორშ 2022
1000
ივნ 07 სამ 2022
978
აპრ 06 ოთხ 2022
1072
მარ 31 ხუთ 2022
1414
 
     
    სიახლეები
    2023 სექტემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930