მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

კონკურსი
20 აპრ 2021
 

საქართველოს მწერალთა კავშირი აცხადებს კონკურსს პოეზიაში პატრიოტულ თემაზე შექმნილ ნაწარმებებზე.

კონკურსი ეძღვნება „ძლევაი საკვირველის“ ანუ 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით თურქ-სელჩუკთა მრავალათასიან ჯარზე საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვების 900 წლისთავს, რამაც საფუძველი დაუდო ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს წინსვლას და კულტურის აღორძინებას.

საქართველოს გმირული წარსული, მისი მომავალი, დღემდე ცნობილი თუ დროის უკუღმართობით დაუვიწყარი, დაუდაფნავი გმირები, ჩვენი ღირსეული თანამედროვენი, ქართველი წმინდანები, ციხე-ტაძართა საგალობელი, აი, საკონკურსო ლექსების ლაიტმოტივი.

ღია კონკურსზე უნდა წარმოადგინონ 2 ლექსი, ერთი  დღემდე ცნობილი ავტორისთვის სავიზიტო ბარათად ქცეული, ხოლო მეორე - ახალი ლექსი, ზემოთხსენებულ თემატიკაზე, ასევე მცირე ბიოგრაფია.

კონკურსის ბოლო ვადა 2021 წლის 25 მაისია.

საუკეთესო მასალები შევა „ძლევაი საკვირველის“ საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი პატრიოტული პოეზიის ანთოლოგიაში.

გაიცემა გრან-პრი (1000 ლარის ოდენობით) და 5 მომინანქრებული ოქროს მედალი დავით აღმაშენებლის გამოსახულებით.

კონკურსის მხარდამჭრები არიან: საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარისა და იმერეთის მწერალთა ორგანიზაციები, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტები, აჭარის მწერალთა სახლი.

მასალები გამოაგზავნეთ  writersunionofgeorgia@gmail.com -ზე .

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ბატონ ზაალ ბოტკოველს - 591-300-822 ,  571-046-421

მანანა გორგიშვილს - 599-38-12-74


 
 
მნახველთა რაოდენობა: 1103
 
 
 
განცხადება
აპრ 06 ოთხ 2022
183
მარ 31 ხუთ 2022
256
ნოემ 15 ორშ 2021
600
ნოემ 12 პარ 2021
654
ოქტ 20 ოთხ 2021
609
სექ 14 სამ 2021
667
აგვ 25 ოთხ 2021
701
მაი 13 ხუთ 2021
1014
აპრ 20 სამ 2021
1104
მარ 22 ორშ 2021
1194
მარ 17 ოთხ 2021
1086
ივნ 02 სამ 2020
1696
აპრ 25 შბ 2020
1750
აპრ 23 ხუთ 2020
1737
აპრ 24 პარ 2020
1812
აპრ 06 ორშ 2020
1811
მარ 30 ორშ 2020
1886
 
     
    სიახლეები
    2022 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031