მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

„ათეა“ მუნიციპალიტეტებისთვის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსს აცხადებს
07 დეკ 2018
 

მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსს აცხადებს.

2017-2018 საკონკურსო წლისთვის 3 თემა შეირჩა - გენდერული თანასწორობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა, მოქალაქეთა ჩართულობა.
წარმატებული, გამჭვირვალე, ადეკვატური, გაზიარებადი, მდგრადი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც სპეციალურად შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის კონკურსში მონაწილე მუნიციპალიტეტების პროექტებს შეაფასებს.

კონკურსის გამარჯვებული მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოვლინდება.
19 დეკემბერსვე გაიმართება საუკეთესო პრაქტიკისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენცია სლოგანით - „კარგი მაგალითი გადამდებია“. კონფერენციის დასასრულს დაგეგმილია საზეიმო დაჯილდოების ცერემონია.

შედეგად, საუკეთესოდ აღიარებული პრაქტიკა (გამოწვევა, გადაჭრის გზა, განხორციელების ეტაპები და შედეგი) დაჯილდოვდება, გახდება ხილვადი და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან  (LALRG) თანამშრომლობით. 
N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 4058
 
 
 
განცხადება
აპრ 17 ოთხ 2024
299
აპრ 01 ორშ 2024
112
თებ 27 სამ 2024
444
თებ 21 ოთხ 2024
493
დეკ 15 პარ 2023
896
ნოემ 29 ოთხ 2023
689
ნოემ 24 პარ 2023
671
ნოემ 03 პარ 2023
745
ნოემ 16 ხუთ 2023
702
ნოემ 15 ოთხ 2023
1501
ნოემ 13 ორშ 2023
781
ოქტ 30 ორშ 2023
890
ოქტ 04 ოთხ 2023
951
ოქტ 01 კვ 2023
850
აგვ 20 კვ 2023
953
აგვ 01 სამ 2023
1025
ივლ 31 ორშ 2023
1347
ივნ 14 ოთხ 2023
1008
თებ 17 პარ 2023
1188
იან 16 ორშ 2023
1206
იან 10 სამ 2023
1187
ნოემ 07 ორშ 2022
1448
ოქტ 20 ხუთ 2022
1420
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930