მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები

 

სოფლის საერთო კრებები მარნეულში გრძელდება
25 იან 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები ამჯერად სადახლოს, ყულარისა და შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება- სოფელ შულავერში, იმირში, იმირჭალაში, ასევე წითელსოფელში, ზემო სარალში, დაშტაფასა და ხოხმელში.

დღესვე სოფლის კრების საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღო ბუდიონოვკას მოსახლეობამ, - აღნიშნულ სოფელში მოეწყობა ფანჩატურები. სოფელ მარადისის მოსახლეობამ კი საერთო კრების ფარგლებში, გადაწყვეტილება სარიტუალო ინვენტარისთვის განკუთვნილი შენობის პროექტზე შეაჩერა.

გადაწყვეტილება იქნა მიღებული სოფელ მოლაოღლის მოსახლეობის მიერ, რომლის საფუძველზეც მოიხრეშება სოფლის შიდა გზები და რეაბილიტირდება სოფელში არსებული ხიდი. რაც შეეხება სოფელ ხულდარას, ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის ქსელის მოწყობის პროექტზე შეჯერდა. ხოლო ოფრეთში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დაიგეგმა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი და შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოების განხორციელება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელსაც მოსახლეობა დასახლებების მიხედვით ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავს.

სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალ დღეებშიც ჩატარდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4593
 
 
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები
თებ 07 ხუთ 2019
4083
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930