მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულში
18 ივნ 2013
 
მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან და მოსახლეობასთან. შეხვედრა მოეწყო ქ.მარნეულის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში’’.    ღონისძიება გახსნა და ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობას-მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებზე, სახიფათო ნარჩენებზე, ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე და მათთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გია სოფაძემ/ ,,ეკო-ხედვა’’   ინფორმაცია პროექტზე:,, საქართველოში მოდ პესტიციდების ლიკვიდაცია და მათი ლოკალიზაციის საწყისი ღონისძიებები’’ წარადგინა ლალი თევზაძემ/ ,,პროექტის მენეჯერი’’    სახიფათო ნარჩენები და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე-მანანა ჟურული/,,საქართველოს ეკოლოგიური და ბიოლოგიური მონიტორინგის ასოციაცია’’   ფერმერთა მომსახურების ცენტრები და მათი მოვალეობები-ნინო ჩხობაძე/ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანეთა პარტია’’   სახიფათო ქიმიური ნივთიერებების იმპორტი-რუსუდან სიმონიძე/ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანეთა პარტია’’   2001 წლის 22-23 მაისს, მხარეთა შეხვედრაზე, სტოკჰოლმის კონვენციამ მიზნად დაისახა ნარჩენების სახით არსებული მოდ-ების განადგურება / ლიკვიდაცია, ხოლო გამოყენებაში არსებულის მაქსიმალურად შეზღუდვა და საბოლოოდ მათი  ხმარებიდან ამოღება. ასევე მოდ-ების როგორც თანმხლები პროდუქტების გარემოში გამოყოფის შემცირება და საბოლოოდ შეწყვეტა. სტოკჰოლმის კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2003 წლის 23 მაისს, ხოლო საქართველოს პარლამენტმა მისი რატიფიცირება განახორციელა 2006 წლის 11აპრრილს და ამით საქართველომ გარკვეული ვალდებულებები აიღო.   ღონისძიების მიზანი იყო: ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებსა და პესტიციდებზე;  ინფორმაციის მიწოდება მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე  UNDP/GEF  -ის პროექტზე: ,,საქართველოში არსებული მოდ პესტიციდების ლიკვიდაცია და მათი ლოკალიზაციის საწყისი ღონისძიებები’’.  
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3556
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1913
სექ 19 სამ 2023
2151
ივლ 05 ოთხ 2023
2287
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930