მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

იურიდიული სამსახური (იანვრი-მარტი) ანგარიში
17 ივნ 2013
 
  167 (ას სამოცდაშვიდი) მოხსენებითი ბარათის საფუზველზე, რომელიც  შემოვიდა ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურიდან მომზადდა სამართლებრივი აქტების პროექტები (მშენებლობის). 8 (რვა) მოხსენებითი ბარათი შემოვიდა ზედამხედველობის სამსახურიდან რომლის საფუძველზე მომზადდა სამართლებრივი აქტები, ბრძანებები _  დაჯარიმება უკანონო მშენებლობის და ხეების მოჭრა-გადაბელვის შესახებ. 3 (სამი) მოხსენებითი ბარათი შემოვიდა ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურიდან რომლის საფუძველზე მომზადდა სამართლებრივი აქტები, ბრძანებები არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის  და მანქანების მიმაგრების სესახებ.    შესრულდა 98 მოქალაქეთა განცხადება, რომლებიც ეხებოდა იურიდიული სამსახურის კომპეტენციას და გაიცა პასუხები არსებულ წერილებზე. ასევე განცხადებები რომელთა საფუძველზეც განხორციელდა საკადრო ცვლილებები, გამოიცა სამართლებრივი აქტები _ გათავისუფლება, დანიშვნა, შვებულება, Mმივლინება და აშ.იურიდიული სამსახურის მიერ მომზადდა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით 9 (ცხრა) სამართლებრივი აქტი.   იურიდიულ სამსახურს ქონდა 7 (შვიდი) სასამართლო საქმე, რომლებიც დაიწყო 2012 წელს და დასრულდა 2013 წლის პირველ კვარტალში. მოსარჩელეები იყვნენ: იაკუბ რუსტამოვი, თამრაზ კურბანოვი, ესმირალდა ვასილევა (აღიარების კომისიის საქმე), ალმაზ გასანოვი, ჯაბრაილ გასუმოვი, რამიკ გუმბატოვი, ლონგინოზ ზაქაიძე-ჯემალ კვირიკაშვილი. არცერთი პროცესი არ დასრულებულა თვითმმართველობის წაგებით.  
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3775
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1947
სექ 19 სამ 2023
2215
ივლ 05 ოთხ 2023
2338
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930