მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივ პროექტს -,,მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელებაში“ გაეცნო.
თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ცინცაძემ და განათლების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსმა თამარ თოლორაიამ წარუდგინეს.
პროექტი ემსახურება მუნიციპალური შესაძლებლობების მხარდაჭერას სოციალურად დაუცველი და ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და მათი ჩართულობის გაუმჯობესების საკითხებს.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის მხრიდან სტრატეგიის შემუშავება და შემდგომში მისი განხორციელების საკითხები.
სიახლეები
შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან
24 დეკ 2022
მნახველთა რაოდენობა: 1904
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
395
აპრ 22 ოთხ 2020
15573
აპრ 22 შბ 2017
28774
იან 09 ორშ 2017
28347
აგვ 30 სამ 2016
30366
აგვ 27 შბ 2016
29655
სექ 02 პარ 2016
28056
აგვ 26 პარ 2016
27562
აგვ 30 სამ 2016
25717