მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სგშ სკოპინგის განცხადება
23 დეკ 2022
 

სგშ სკოპინგის განცხადება - საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა.

როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2022 წლის 14 დეკემბერს, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით, წარმოდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული  გეგმა, ასევე სკოპინგის განცხადება.

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 21 დეკემბრის №15/10023 წერილით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოადგინა განახლებული დოკუმენტაცია და ითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის გამო, ასევე სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება განახლებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

შესაბამისად, გაცნობებთ, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო აღნიშნულ განცხადებაში მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე.

სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული  გეგმა

დამგეგმავი ორგანო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: საქართველოს ტერიტორია

სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.

სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.

წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 18 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

№15.10023 წერილი

სკოპინგის განცხადება

საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა (პროექტი)

საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა


 
 
მნახველთა რაოდენობა: 332
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
220
ნოემ 22 სამ 2022
624
 
     
    სიახლეები
    2023 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031