მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური სერვისი ამოქმედდა
22 ნოემ 2022
 

მარნეულში რეგისტრირებულ სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ახალი სოციალური სერვისი ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპეციალური საჭიროებების მქონე პირები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით.

ბენეფიციარებისთვის აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ  გამართა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი,  საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპისთვის დამზადებულია 110 ბარათი, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დამატებითი ბარათების დამზადება. სპეციალური საჭიროების მქონდე პირებს ვისაც ჯერ არ მიუღიათ სატრანსპორტო საშვი, შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტის მერიას.

"სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე ზრუნვა და მათი სოციალურ გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა" - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1367
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
1015
 
     
    სიახლეები
    2023 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930