მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მერის პირველ მოადგილესთან როინ დეკანოიძესთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - ანდრიუს კალინდრას, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს არტურ ლუდკოვსკის და ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორს ვიდა მონვიდაიტის უმასპინძლა.
შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო’’-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს, ასევე გეოპოლიტიკურ ძვრებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ მხარეები სამომავლოდ პარტნიორობასა და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.