მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულს აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი ესტუმრა
02 ივნ 2022
 

2 ივნისს, მარნეულის მერის კენან ომაროვის ინიციატივით და მხარდაჭერით, მარნეულის კულტურის ცენტრში, აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი წარდგა მაყურებელთა წინაშე და ითამაშა სპექტაკლი „მუსიე ჟორდანი და დერვიშ მასტალი შაჰი“.

„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობები ჩვენს მუნიციპალიტეტში, რათა მარნეულელ ახალგაზრდებს  ადგილზე ჰქონდეთ კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებზე მეტი წვდომის შესაძლებლობა“, - განაცხადა მარნეულის მერმა კენან ომაროვმა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრი საქართველოში თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების ფესტივალის „თაობა“ ფარგლებში იმყოფება. მარნეულს 4 ივნისს, აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი სპექტაკლით „ფიროსმანი“ ეწვევა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2118
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
967
 
     
    სიახლეები
    2023 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031