მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამას გაეცნენ
11 აპრ 2022
 

აღნიშნული პროგრამის დეტალები, მიზნობრიობა და მასში მონაწილეობის პირობები იყო განხილვის თემა მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ გამართა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულები და დაინტერესებული ფერმერები.

მიმდინარე ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ ქვემო ქართლის რეგიონში შერჩეული იჯარით გასაცემი საძოვრების საერთო ფართობი  6602 ჰექტარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge). ამ ეტაპზე შერჩეული საძოვრების იჯარით მისაღებად პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა დაწყებულია და 26 აპრილამდე გაგრძელდება.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს მიიღო. ფერმერებს, რომლებიც მეცხოველეობას მისდევენ, შესაძლებლობა ეძლევათ, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2974
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1945
სექ 19 სამ 2023
2208
ივლ 05 ოთხ 2023
2335
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930