ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით მხარეში მედიკამენტებზე საშეღავათო პირობები დაწესდა.სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში მოქმედი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - დოკუმენტის თანახმად, დღეიდან ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მედიკამენტები და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებები კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით გაიცემა.
მემორანდუმს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და 6 კომპანიის - ,,ავერსი - ფარმა“ ,,პსპ ფარმა“, ,,ფარმადეპო", ,,გეფა“, ,,ინპექსფარმი“ და ,,კალანდაძე“ -ს წარმომადგენლებმა მოაწერეს.
ღონისძიებას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონში მედიკამენტებზე საშეღავათო პირობები დაწესდა
09 მარ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2840
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
420
აპრ 22 ოთხ 2020
15590
აპრ 22 შბ 2017
28814
იან 09 ორშ 2017
28373
აგვ 30 სამ 2016
30379
აგვ 27 შბ 2016
29667
სექ 02 პარ 2016
28080
აგვ 26 პარ 2016
27585
აგვ 30 სამ 2016
25724