მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
10 დეკ 2021
 

9 დეკემბერს, ევროსაბჭოს კონგრესს, ათეა-სა და საქართველოს 13 მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმს ხელი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა მოაწერა.

მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ თავიანთ მზაობას, გააუმჯობესონ ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებით და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირებით. ასევე, ხელი შეუწყონ მოქალაქეებზე ორიენტირებულ, ღია, ინკლუზიურ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ მმართველობას.

სიმბოლურია, რომ ხელმოწერის ცერემონიალი ათეა-სა და ევროსაბჭოს კონგრესის თანამშრომლობით გამართული მასშტაბური ღონისძიების  -,,უთანასწორობის შემცირება და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელშიც ევროპის  საბჭოს  ადგილობრივ  და  რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივანი - ანდრეას  კიფერი, ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი - მარიტე მორასი, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, იღებდნენ მონაწილეობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 464
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2022 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31