მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„შოთაობა“ მარნეულში
24 ნოემ 2021
 

მარნეულში, ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, დიდი ქართველი, მსოფლიო მნიშვნელობის პოეტისა და მოაზროვნის, შოთა რუსთაველის ძეგლი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურად გახსნეს. ძეგლის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე ვალერიან ჯიქია.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცე,სადაც წარმოდგენილი იყო ვეფხისტყაოსნის ორი ხელნაწერი ექსპონატი, თამარ  მეფის  ხელნაწერის გრაგნილი, ფოტო ექსპოზიცია, რეკვიზიტი- თამარ მეფის ტახტრევანი (ფოტო სესიისთვის).

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქვემო ქართლში სახელმწიფო  რწმუნებულმა შოთა  რეხვიაშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა  კენან  ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა; მათ მიულოცეს თითეულ მარნეულელს, მსოფლიო დონის ქართველი პოეტის ძეგლის გახსნა მარნეულში.

ამასთან, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაალ აბაშიძემ კონკურსების „ჩემი დიდგორი“ და „ჩემი ერეკლე“_ს გამარჯვებულები, ხოლო პროექტ „ეტალონის“ ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა  მარნეულში, „ეტალონში“გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ყოველი წლის 20 ნოემბერს  , სკვერში სადაც განთავსებულია შოთა რუსთაველის ძეგლი, გაიმართება „შოთაობა“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 200
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2021 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031