მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
05 სექ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მოადგილესთან და  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან ერთად, მარნეულის სამედიცინო ცენტრ ადიკ-ში, COVID-19-ის  საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მოინახულა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი, ოთხ კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს.

კლინიკებში იმუნიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და ,,ფაიზერით“ კეთდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირი ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ადგილის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 3762
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1723
სექ 19 სამ 2023
1969
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031