მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს დამოუკიდებლობის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე
29 მაი 2021
 

მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ტურნირი გაიმართა.

ჩემპიონატი კიკბოქსინგში 26 მაისს დაიწყო და 28 მაისს მარნეულის სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგი“-ში ფინალური შეხვედრებით დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში, კიკბოქსინგის ჩემპიონატის მონაწილე, წარმატებულ სპორტსმენებს სპეციალური სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.

დახურვის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები, კომპანია „სოკარ საქართველო“-ს პრეზიდენტი, სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ, მრავალწლიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე  გაამახვილეს ყურადღება და ქვეყნების, კიდევ უფრო მეტად, განვითარების პროცესში, დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 383
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2021 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930