მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზის კეთილმოწყობა, სოფელ თაზაკენდსა და ბურმაში განხორციელდა. აღნიშნული პროექტები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 838 390 ლარით დაფინანსდა.
პროექტის ფარგლებში, სოფელ ბურმაში 1 200 მეტრის მოცულობის, ხოლო სოფელ თაზაკენდში, 2 479 მეტრის მოცულობის გზა დაიგო.
ასევე სოფელ ბურმაში მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილი. პროექტით გათვალიწინებული სამუშაოების ფარგლებში, ჭაბურღილიდან - რეზერვუარამდე გაყვანილი იქნა წყლის მაგისტრალი და დაიდგა საქლორატორო.
დასრულებულ სამუშაოებს, ადგილზე გაეცნენ პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერის მოადგილე კენან ომაროვი.
პროექტების მონახულების შემდგომ ხელმძღვანელი პირები ადგილობრივებსაც გაესაუბრნენ და მიმდინარე ეტაპზე მათ საჭიროებებს გაეცნენ.
სიახლეები
ინფრასტრუქტურული პროექტები თაზაკენდსა და ბურმაში
06 თებ 2021
მნახველთა რაოდენობა: 4335
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15271
აპრ 22 შბ 2017
28403
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30105
აგვ 27 შბ 2016
29383
სექ 02 პარ 2016
27718
აგვ 26 პარ 2016
27265
აგვ 30 სამ 2016
25472
აგვ 25 ხუთ 2016
27493