მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამა საჯაროდ წარადგინა
14 თებ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა,  ზაურ დარგალმა,  2020 წლის ახალგაზრდული პროგრამა საჯაროდ წარადგინა.

პრეზენტაციის ფარგლებში, მერმა, ახალგაზრდული მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული  საქმიანობის და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული პროგრამების შესახებ დამსწრე საზოგადოებას  დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია; 

შეხვედრა  მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა,  რომელსაც  ადგილობრივი ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მნიშვნელოვან პრიორიტეტს  ახალგაზრდული საბჭოს შექმნა წარმოადგენს, რომელიც იქნება ახალგაზრდების ეფექტური მონაწილეობის მექანიზმი და სტრუქტურული დიალოგის ხელშეწყობი - თვითმმართველობასა და ახალგაზრდებს შორის;

მუნიციპალიტეტი,  ახალი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ახალგაზრდული იდეების კონკურსს, რომლის დასაფინანსებლად თვითმმართველობა 2020 წლის განმავლობაში დახარჯავს 60 000 ლარს.

იდეების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდებს, საინიციატივო ჯგუფებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს.

მრავალფეროვანი პროგრამა, ასევე მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორიცაა ლიდერთა სკოლა, საზაფხულო ბანაკები, მერის ჯილდო წარმატებულ სტუდენტებს და სხვა;

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5931
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1911
სექ 19 სამ 2023
2146
ივლ 05 ოთხ 2023
2283
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930