მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური შაუმიანში ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
დევნილ ოჯახებთან შეხვედრის მიზანს, მათი საცხოვრებელი პირობების, საჭიროებების ადგილზე შესწავლა და მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, მხარეთა ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და სსიპ -სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი ბესარიონ სიმონიშვილი.
შაუმიანის შემდგომ, ხელმძვანელმა პირებმა, ეგრეთწოდებულ ელევატორის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრები, საჩხერიდან მიწისძვრის დროს ჩამოსახლებული დევნილებიც ინახულეს. მათ ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც უახლოეს მომავალში აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები აუშენდებათ.
აღსანიშნავია, რომ ახალი სახლებით დაკმაყოფილდება 31 ოჯახი. სახლების მშენებლობა პროექტ „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“– ის ფარგლებში მოხდება. რომლის დონორიც გახლავთ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KfW), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა.
სიახლეები
შეხვედრა მარნეულში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან
05 აგვ 2019
მნახველთა რაოდენობა: 6122
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
342
აპრ 22 ოთხ 2020
15543
აპრ 22 შბ 2017
28735
იან 09 ორშ 2017
28319
აგვ 30 სამ 2016
30343
აგვ 27 შბ 2016
29633
სექ 02 პარ 2016
28019
აგვ 26 პარ 2016
27527
აგვ 30 სამ 2016
25695