მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების და დასუფთავების აქცია მოეწყო
22 აპრ 2023
 

მარნეულში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების და დასუფთავების აქცია მოეწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში გამწვანების და დასუფთავების აქცია მოეწყო.

გამწვანების აქციის ფარგლებში, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ მერიის შენობის მიმდებარედ ნერგები დარგეს. ასევე, კამპანიის ფარგლებში, სოფელ თამარისის, შულავრის და შაუმიანის საჯარო სკოლების ეზოებში დაირგო ნერგები.

აქციის ფარგლებში, სოფელ თამარისის 9 აპრილის სკვერი, მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის წერეთლის მონაკვეთი, სოფელ შულავრის და სოფელ შაუმიანის საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული კამპანიის მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენს.

საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1834
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1723
სექ 19 სამ 2023
1969
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031