მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის 6კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
12 ივლ 2022
 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება მარნეულში, კოსტავას ქუჩიდან და სოფელ შულავერის ტერიტორიაზე გადის.

რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, კერძოდ საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების  შეკეთებას და ახლების მოწყობას; ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3.1 მლნ ლარია.

სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2732
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
580
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031