მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით, თემატურმა ჯგუფმა მარნეულში შეხვედრები გამართა
15 ივნ 2022
 

მარნეულში ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით საქართველოს პარლამენტში განათლების კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეხვედრები გამართა.

ჯგუფის წევრებმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ტალიაშვილის და კომიტეტის წევრის ხათუნა კვიციანის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ზაურ დარგალთან და სავალან მირზოევთან,  სკოლის დირექტორებთან, რესურს ცენტრის, ბაგა-ბაღების  გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მერი, კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე.

„განათლება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს, ამიტომ მივესალმებით აღნიშნული მიმართულებით გატარებულ ყველა სასიკეთო ღონისძიებას“-კენან ომაროვი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2924
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
556
 
 
სიახლეები
2023 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930