27 აპრილს მარნეულის კულტურის ცენტრს და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებაზე, საბავშვო წიგნების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით, აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილესთან ერთად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
სიახლეები
28 აპრ 2022
მნახველთა რაოდენობა: 613
სიახლეები

















