მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კოლეჯ „მოდუსში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
15 აპრ 2022
 

სსიპ მარნეულის კოლეჯ „მოდუსის“ ინიციატივით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს სასწავლო პროცესში დანერგილი სიახლეების პოპულარიზაცია წარმოადგენდა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია პროფესიული განათლების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდნენ.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოდუსის ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერეს კოლეჯის ტერიტორია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ სასწავლებლის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. კოლეჯს გააჩნია კომფორტული სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ღია სტადიონი.

კოლეჯი ძირითადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს ახორციელებს. ასევე, ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის მოდულის გავლა, უფასოდ შეუძლიათ, რის შემდეგაც სტუდენტი სწავლას მის მიერ არჩეულ პროფესიული პროგრამის მიხედვით აგრძელებს.

„მოდუსში“ სწავლა სახელმწიფოსგან სრულად ფინანსდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2927
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1602
სექ 19 სამ 2023
1852
ივლ 05 ოთხ 2023
2026
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031