მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
09 აპრ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა  სოფელ წერეთელში, ალგეთსა და თამარისში არსებული 9 აპრილის მემორიალები  გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით სოფელ წერეთლის მემორიალთან, ამ დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი გაიმართა; ასევე, გამოიფინა 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტო მასალა.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარმა სისხლიანმა მოვლენებმა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.  ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3108
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1614
სექ 19 სამ 2023
1863
ივლ 05 ოთხ 2023
2036
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031