მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი მარნეულში
08 აპრ 2022
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის სოფელ დიოკნისში იმყოფებოდა, სადაც რეგიონის და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად კახაძეების ოჯახის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

ოჯახმა ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 5000 ლარის დაფინანსება მიიღო და სასათბურე მეურნეობა მოაწყო. სათბურში, სეზონის შესაბამისად, გამოჰყავთ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის ჩითილები. ამასთან, ოჯახს გაშენებული აქვს ალუჩის ბაღი და მოსავალს მარნეულის სასურსათო ქარხანაში აბარებს.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სოფელ დიოკნისში უკვე  დასრულებულ და მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ დიოკნისში დასრულების ეტაპზეა სასმელი წყლის  პროექტი, რის შემდეგაც დაგეგმილია სოფლის შიდა გზების მოწესრიგება. სოფელს უკვე აქვს ევროპული სტანდარტების სკოლა, სადაც აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეები ქართულ სექტორზე ერთად სწავლობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარშიც იმყოფებოდა, სადაც ახალი სკოლა დაათვალიერა.

სკოლაში მოეწყო თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი,მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, მარნეულის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2872
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1613
სექ 19 სამ 2023
1862
ივლ 05 ოთხ 2023
2035
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031