დღეს გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ოფიციალური ვიზიტით მარნეულს ესტუმრა. ელჩს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, დუალურ განათლებას, ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საკითხებს.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე და ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
სიახლეები
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მარნეულს ესტუმრა
25 იან 2022
მნახველთა რაოდენობა: 2591
სიახლეები

















