ქალაქ მარნეულში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გრანდიოზული წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა.
სადღესასწაულო აქტივობები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გათვლილი იყო ყველა ასაკის მოქალაქეზე.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების სხვადასხვა პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მასკოტები და ელფები; ზრუნავდნენ ბავშების გამხიარულებაზე. სანტა-კლაუსმა დაარიგა ტკბილეული და გადაიღო ფოტოები პატარებთან.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ მოსახლეობას სცენიდან მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საზეიმოდ, 2021 წელს სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისთვის მარნეულელ ახალგაზრდებს ჯილდო გადაეცათ.
საახალწლო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივმა და მოწვეულმა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა, კოოვიდ რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
სიახლეები
გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება მარნეულში
26 დეკ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3525
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
332
აპრ 22 ოთხ 2020
15528
აპრ 22 შბ 2017
28717
იან 09 ორშ 2017
28308
აგვ 30 სამ 2016
30333
აგვ 27 შბ 2016
29624
სექ 02 პარ 2016
28007
აგვ 26 პარ 2016
27516
აგვ 30 სამ 2016
25685