მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მარნეულში
30 ივლ 2021
 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა, მარნეულში მიმდინარე წყალარინებისა და წყალმომარაგების პროექტზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

კონტრაქტორის მიერ, მარნეულში შესრულებულ სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაურ დარგალთან, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ, ზაურ ტაბატაძესთან და მერის მოადგილე, როინ დეკანოიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მოგახსენებთ, რომ წყალმომარაგების კომპანია მარნეულსა და ბოლნისში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მშენებარე კონტრაქტორ კომპანია ’’Akelik Group”-თან, ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს და უახლოეს პერიოდში ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

ამ ეპატისთვის შესრულებული სამუშაოების ნაწილს კი რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანია დაასრულებს.

მარნეულისა და ბოლნისის წყლისა და წყალარინების მშენებლობის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური მილის, შიდა სისტემებისა და ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 865
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031