მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 სპორტული მოედანი მოეწყო
20 იან 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში 2020 წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. სპორტის სფეროს განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მარნეულის მასშტაბით, 8  მინი კომბინირებული მოედანი მოეწყო.

სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები  გასული წლის განმავლობაში განხორციელდა როგორც ქალაქ მარეულში, ისე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში.

აღსანიშნავია, რომ  ქალაქ მარნეულში უკვე დაწყებულია ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც.

პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1133
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930