მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები

 

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხმის მიცემის პროცედურები გრძელდება
01 სექ 2016
 

დღეს, 1 სექტემბერს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მესამე და მეოთხე  ზონისათვის, რომელშიც შედის ალგეთის, ქუთლიარის, კაპანახჩის,  შულავერის კასუმლოს და კაჩაგანის ადმინისტრაციული ერთეულები, მოქალაქეთა მხრიდან შემოსული პროექტების ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდა.

შეხვედრაზე, მოქალაქეებმა „წარმომადგენლობითი საბჭოს“ წევრებთან ერთად, რომელიც დაკომპლექტებულია აქტიური მოქალაქეებისაგან, განსაზღვრეს მათთვის პრიორიტეტული პროექტები და კონსესუსის მიღწევის გზით აირჩიეს ის პროექტები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

მოქალაქეთა გადაწყვეტილებით მესამე ზონიდან სულ შემოვიდა 21 საპროექტო განაცხადი, საიდანაც  2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება   7 პროექტი:

იხილეთ, მოქალაქეთა მიერ არჩეული პროექტები (მე–3 ზონა) (PDF)

იხ. მესამე  ზონის პროექტების სრული სია (PDF)

მეოთხე ზონაში, სულ შემოვიდა 21 საპროექტო განაცხადი, საიდანაც მოქალაქეთა გადაწყვეტილებით დაფინანსდა 10 პროექტი.  

იხილეთ, მოქალაქეთა მიერ არჩეული პროექტები (მე–4 ზონა) (PDF)

იხ. მეოთხე ზონის პროექტების სრული სია (PDF)

ცნობისთვის, წელს პროექტის ფარგლებში შემოვიდა 137 საპროექტო განაცხადი. პროექტების მიღება მიმდინარეობდა 2016 წლის 01 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტი დაიყო 6 ზონად. თითოეულ ზონაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 250 000 ლარი, რომელიც მოხმარდება მოქალაქეთა საპროექტო განაცხადების განხორციელებას.
სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს.წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 1 500 000 ლარი. 
ხმის მიცემის პროცედურები ეტაპობრივად გაგრძელდება, რომელიც მიმდინარე წლის 02 სექტემბერს დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 13101
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031