მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები

 

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მარნეულს პოლონელი დონორები ესტუმრნენ
24 აგვ 2016
 

24 აგვისტოს, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში პოლონური ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდის“ წარმომადგენელი ბარბარა კაჩმარჩიკი პოლონელ ექსპერტებთან ერთად მარნეულს ეწვია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ თოფჩიშვილს, გამგეობის ხელმძღვანელ პირებს და პროექტში ჩართულ კოორდინატორებს შეხვდა.

შეხვედრაზე გამგებელმა სტუმრებს გააცნო მარნეულში მიმდინარე სხვადასხვა სფეროში არსებული სიახლეები, ისაუბრა მოქალაქეთა ჩართულობის ახალ მექანიზმებზე, აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე, მის დადებით მხარეებსა და ტურიზმის განვითარებაზე. ასევე, შეეხო პოლონურ–ქართულ ურთიერთობებს და ამ ორ ქყვეყანას შორის მეგობრობის გაღრმავებას და პოლონეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე.
ვიზიტის ფარგლებში ბარბარა კაჩმარჩიკი გაეცნო პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მარნეულის მოდელს და მის მიმდინარეობას. 
პოლონელი სტუმარი ასევე დაესწრო პროექტში ჩართულ ადგილობრივ კოორდინატორებთან სამუშაო შეხვედრას, სადაც კოორდინატორებს, გააცნეს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მხადამჭერი საბჭოს მიერ შეფასებული პროექტების შედეგები; პროექტების ჩამონათვალი და სტატისტიკურ მონაცმები; ასევე, ისაუბრეს პროექტის მომდევნო ეტაპზე, პრიორიტეტული პროექტების ხმის მიცემის/ შერჩევის პრინციპებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
სამუშაო შეხვედრის შემდეგ ბარბარა კაჩმარჩიკმა გამგებელთან, პირველ მოადგილესთან ზაურ ტაბატაძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელებული და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 13045
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930