მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში დედა ენის დღე აღინიშნა
12 აპრ 2023
 

მარნეულში დედა ენის დღე აღინიშნა

მარნეულის №6 და №1 საჯარო სკოლებში დედა ენის  დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სტუმრების წინაშე მოსწავლეები მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ; მოეწყო ხელნაწერი წიგნებისა და დედა ენის თემაზე შესრულებული მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 

ღონისძიებებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. №6 საჯარო სკოლაში მდებარე იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო ენის დღე მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად მასობრივი გამოსვლა მოაწყო, რითაც საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ აღუდგა წინ. 1990 წელს 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოცხადდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1239
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
583
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031