მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მობილური იუსტიციის სახლი მარნეულში
17 მარ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში „მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ მოსახლეობას პირველი სერვისი  მიაწოდა.

მომსახურების გაცემის პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე პირადად დააკვირდნენ და მოქალაქეებს სერვისების ხელმისაწვდომობაზე ესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ „მობილური იუსტიციის სახლი“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობას 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის: სამშაბათი - სოფ. ალგეთი, პარასკევი - სოფ. კირიხლო.

 

„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის  რეგიონებს მოიცავს.

 

„მობილური იუსტიციის სახლის“ 20 ავტომანქანა წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1154
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
585
 
 
სიახლეები
2023 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031