კანადის, პოლონეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკებიდან დელეგაციები მარნეულის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
დელეგაციებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
ოფიციალურ შეხვედრაზე, მხარეებმა მეგობარ ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებზე ისაუბრეს. ასევე, დამეგობრებული ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები განიხილეს. გამოითქვა მზადყოფნა სოფლის მეურნეობის, სოციალურ-ეკონომიკური, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემის ცერემონიით დასრულდა.
მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და გმინა კობილნიცას შორის 2017 წლიდან მოქმედებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში მუნიციპალიტეტები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში პირველად იმყოფება დელეგაცია სლოვაკეთიდან, დაგეგმილია სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა ვიტაზისა და მარნეულს შორის, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას შეუწყობს ხელს.
მნიშვნელოვანია კანადის დელეგაციის წვლილი გადაჭრილ გორასთან დაკავშირებით; არქეოლოგიურმა აღმოჩენამ, რომელზეც კანადის და საქართველოს ექსპედიციამ იმუშავა, მუნიციპალიტეტს მოუტანა მსოფლიო აღიარება და ტურიზმის სფეროს განვითარების შესაძლებლობა.
მარნეულის მუნიციპალიტეტი მეგობარი ქვეყნების დელეგაციებს სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
სიახლეები
მარნეული წარმომადგენლობით დელეგაციას მასპინძლობს
30 სექ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2554
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15273
აპრ 22 შბ 2017
28406
იან 09 ორშ 2017
28060
აგვ 30 სამ 2016
30106
აგვ 27 შბ 2016
29383
სექ 02 პარ 2016
27719
აგვ 26 პარ 2016
27266
აგვ 30 სამ 2016
25472
აგვ 25 ხუთ 2016
27494