მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს
20 აგვ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში  ვაქცინაცია აქტიურად  მიმდინარეობს. ამცრელი ბრიგადები  ოთხ სამედიცინო დაწესებულებაში „ჯეოჰოსპიტალსის მრავალპროფილური სტაციონარი“, „ჯეოჰოსპიტალსის კლინიკა“ , პოლიკლინიკა  ,,მედიქსი’’ და სამედიცინო ცენტრი ,,ადიკი“ -ში ახორციელებენ ვაქცინაციას. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და ,,ფაიზერით“ კეთდება.

საყოველთაო აცრის მიმდინარეობას, ადგილზე პირადად გაეცნო  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და   მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე.

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე პირდაპირ, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტისას. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3 .

 
 
მნახველთა რაოდენობა: 602
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031