მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ფეხბურთში მოყვარულთა ლიგის შესარჩევი ტურის ფინალური მატჩი გაიმართა
07 ივლ 2021
 

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივით საქართველოში ფეხბურთის მოყვარულთა ტურნირი ტარდება.

მოყვარულთა ლიგის პირველ ეტაპზე შერჩევითი მატჩები მუნიციპალურ დონეზე იმართება. მარნეულის მუნიციპალიტეტში ტურნირში 4 გუნდი იღებს მონაწილეობას: ალგეთი; ყიზილაჯლო; თამარისი და წერეთელი.

ექვს ივლისს, სოფელ წერეთლში  ფინალში თამარისისა და წერეთლის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. ფინალი წერეთლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც ასპარეზობას რეგიონულ დონეზე ქვემო ქართლის მასშტაბით გააგრძელებს.

ფინალურ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალოების შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც გამარჯვებულ გუნდს საზეიმოდ, თასი გადასცეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 640
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930