მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მარნეულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას მარნეულში არსებული ორგანიზაციების „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“–ის ბენეფიციარები და ბაგა ბაღების გაერთიანების (სკოლამდელი აღზრდის ცენტრი) შშმ პირებისთვის სენსორული და მრავლობითი დარღვევის მქონე ბავშვთა ჯგუფების აღსაზრდელები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში პატარებს ტკბილეული და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების მხარდამჭერები გახლდნენ: არმენ ჰოვანესიანის თოჯინების თეატრი; Marneuli Mall; შპს ტექნო ქრაშერ ჯორჯია; ბავშვთა გასართობი ცენტრი ლოლიპოპი; საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადების მარნეულის ფილიალი.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, ჩატარდა შეხვედრა საბავშვო წიგნის ავტორთან – გიორგი ჭაუჭიძესთან. მოეწყო წიგნის, „დიიიდი ნუნუ“-ს საჯარო განხილვა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
სიახლეები
მარნეულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
01 ივნ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3998
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15277
აპრ 22 შბ 2017
28406
იან 09 ორშ 2017
28061
აგვ 30 სამ 2016
30109
აგვ 27 შბ 2016
29384
სექ 02 პარ 2016
27721
აგვ 26 პარ 2016
27268
აგვ 30 სამ 2016
25472
აგვ 25 ხუთ 2016
27494